LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიზში მითითებულია, რომ შეუძლებელია ქართულ სასამართლოში სამართლის მიღწევა, რაც ინვესტორისთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ არ შემოყონ ცხვირი ამ ქვეყანაში: რომან გოცირიძე

62
რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ“.

რომან გოცირიძის განცხადებით, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიზში მითითებულია, რომ შეუძლებელია ქართულ სასამართლოში სამართლის მიღწევა, რაც ინვესტორისთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ არ შემოყონ ცხვირი ამ ქვეყანაში“. გოცირიძის განმარტებით, დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში „კარტელური გარიგებები“ ხდება.

დოკუმენტში საუბარია, რომ ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია ანუ მინისტრები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები იპარავენ ფულს; ამბობენ, რომ შეუძლებელია ქართულ სასამართლოში სამართლის მიღწევა რაც ინვესტორისთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ არ შემოყონ ცხვირი ამ ქვეყანაში, სადაც ვერასდროს ვერ აჯობებს სასამართლო დავებში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური ანუ ხდება კარტელური გარიგებები.

მთლიანობაში ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის, ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, არავის გაუჩნდება სურვილი, საქართველოში შემოვიდეს და ფული დააბანდოს. ცალკეა გამოყოფილი ანაკლია, ანაკლიის ისტორია ნიშნავს თუ როგორ მძალავრად არის რუსული ინტერესები და როგორ არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ისეთი პროექტები, რომელსაც ზურგს უმაგრებენ თავად ამერიკის შეერთებული შტატები. როცა აშშ – ის იურიდიული პირი გაგდებულ იქნა ანაკლიიდან, ეს ძალიან ცუდი სიგნალია სხვებისთვისაც“, – განაცხადა გოცირიძემ.

magti 5g