აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.
ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ჯილდო ბოლოს 8 წლის წინ გასცა და წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 10 უფლებადამცველი დააჯილდოვა.
„დღეს მქონდა პატივი მიმეღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის “2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო” მე და ჩემი გუნდის მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და ლიდერობისთვის ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე.
გამარჯვებულები სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ურზა ზეიამ და სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ერინ ბარკლიმ დააჯილდოვა.
დიდი მადლობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც მხარი დამიჭირეს აღნიშნულ ჯილდოზე წარმომედგინა ევროპის რეგიონი.
დიდი მადლობა, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის აპარატის თითოეულ თანამშრომელს, ჩემ მოადგილეებს და ყველას, ვისთან ერთადაც ბოლო 5 წელი ვიბრძოდით ადამიანის უფლებების დასაცავად!
სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ჯილდო ბოლოს 8 წლის წინ გასცა და წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 10 უფლებადამცველი დააჯილდოვა,“ – წერს ნინო ლომჯარია.
