ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეხმაურება.
როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნის“.
„კარგი ახალი ამბავი, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
?Good news?
The @EU_Commission recommended today that accession talks with #Ukraine and #Moldova begin, and also that #Georgia be granted EU candidate status. Ukraine, Georgia, and Moldova all belong in the #EuroAtlantic family. https://t.co/8hOOfc4JnP
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) November 8, 2023
ცნობისათვის, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან საამისოდ ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ, ერთიანი გადაწყვეტილებით, დეკემბერში უნდა მიიღოს.
არახამია: „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“
