აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და 349 ხმით მიიღო „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“ – „MEGOBARI აქტი“.
კანონპროექტის წინააღმდეგ 42 კონგრესმენი წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.
აღნიშნული კანონპროექტი ახლა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.
როგორც კონგრესმენები აცხადებენ, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.