ვაშინგტონმა ფხენიანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები გაამკაცრა.
ამის შესახებ სააგენტო AFP აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
უწყების ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩნის, თქმით, ამგვარად აშშ-მა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სრული იზოლაციის სტრატეგიაში კიდევ უფრო წინ წაიწია. ამჯერად საჯარიმო ზომები ჩრდილოეთ კორეის ფინანსურ სექტორზე არის მიმართული. შეზღუდვები შეეხო ქვეყნის 8 ბანკს და 26 მოქალაქეს, რომლებიც ჩრდილოკორეულ საფინანსო ინსტიტუტებს ჩინეთში, რუსეთში, ლიბიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წარმოადგენენ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 11 სექტემბრის რეზოლუციის დამატებას წარმოადგენს.