LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა “იუნესკო” ოფიციალურად დატოვა

unnesco

აშშ “იუნესკოდან” უკვე ოფიციალურად გავიდა. გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა 2017 წელს მიიღო, თუმცა ორგანიზაციის წესების თანახმად, ოფიციალური გასვლის თარიღად 2018 წლის 31 დეკემბერი იყო განსაზღვრული.

ვაშინგტონს მხოლოდ დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი ექნება, თუმცა ორგანიზაციას აღარ დააფინანსებს და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში არჩევის უფლება აღარ ექნება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “იუნესკოდან” გასვლა ორგანიზაციის საწევრო გადასახადებთან დაკავშირებულ მზარდ დავალიანებებს და ორგანიზაციის შიგნით ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოებას უკავშირდება.

აშშ-ში ფიქრობენ, რომ “იუნესკოში” რეფორმები უნდა განხორციელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g