LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს

184
1709100369-Screen-Shot-2023-06-26-at-2.05.32-PM

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„აშშ კვლავაც ღრმადაა შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მათი ბოლო განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები აჩენს საფრთხეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის სურვილებს. სახელმწიფო მდივანმა ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვის შესახებ.

ამ პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის იმპლემენტაცია, რაც მიმართულია ჩემ მიერ ნახსენები ქმედებების გადასაჭრელად. დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ. მათ შორის იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, ან არის მათი ოჯახის წევრები, ვინც არის პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.

მათ შორის პასუხისმგებელია შეკრების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ მათ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ მათი ქვეყნის დიდი ხნის, დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

პოპულარულები