LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები მკაცრდება

530
mexico

11 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ რეგულაციაზე მუშაობა დასრულდება, რომლის მიხედვითაც აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მიცემის წესი შეიცვლება. ახალი რეგულაციის თანახმად, არალეგალი მიგრანტები, რომლებმაც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ. ამასთან, 11 მაისს ვადა ეწურება საზღვარზე Covid-19-თან დაკავშირებულ შეზღუდვებსაც.

ახალი რეგულაციის თანახმად, მიგრანტებს თავშესაფრის მინიჭების უფლება არ ექნებათ, თუ ისინი აშშ-სკენ მიმავალ გზაზე სხვა ქვეყანაში დაცვის ძიების გარეშე გაივლიან ან ვერ გამოიყენებენ ლეგალურ გზებს.

აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა მიმართულია არალეგალური მიგრაციის მოსალოდნელი ზრდისკენ იმ ფონზე, რომ კოვიდ პანდემიის გამო მიღებული შეზღუდვები მომავალ კვირას სრულდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს მიგრანტებს, გამოიყენონ ლეგალური გზები ქვეყანაში შესასვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპორტაციის ახალი, დაჩქარებული პროცესების წინაშე აღმოჩნდებიან, რაც მიგრანტებთან დაკავშირებული ახალი წესის ძალაში შესვლას მოჰყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g