LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი

138
jon-kirbi_w_h

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის ყველა მოქალაქემ, მათ შორის ჟურნალისტებმა რუსეთი უნდა დატოვონ.

კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დრომდე ცდილობს, დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტთან შეხვედრა უზრუნველყოს.

აშშ-ის აქამდეც გაუფრთხილებია საკუთარი მოქალაქეები, თავი შეეკავებინათ რუსეთში მოგზაურობისგან. ახლა კი კირბიმ განაცხადა, რომ ეს მუშაობასაც ეხება:

შეგახსენებთ, 30 მარტს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g