LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს, ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს: ლავროვი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ

148
1

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, დღეს ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ კვლავ გაიმეორა საკუთარი მოთხოვნა, რომელიც ნატო-ს გაფართოების შეჩერებას უკავშირდება.

რუსეთის პირველი დიპლომატის თქმითვე, რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს.

“თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, თუმცა უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს…

რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ – სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს”, – აღნიშნა ლავროვმა.

როგორც მან აღნიშნა, ნატო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს, სწორედ ამიტომ მოსკოვი ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება.

“ეს ბლოკი შეიქმნა სსრკ-ს წინააღმდეგ, ახლა კი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, ბლინკენისა და ლავროვის რიგით მესამე შეხვედრა ჟენევაში დღეს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები