LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინაში, აღიქმება როგორც კანონიერი სამხედრო სამიზნე: რუსეთს საგარეო უწყება

297
MOSCOW, RUSSIA - MAY 18, 2020: Russia's Deputy Foreign Minister Sergei Ryabkov seen after giving an online lecture for students of the Moscow State Institute of International Relations (MGIMO University). Russian Foreign Ministry Press Office/TASS

–осси€. ћосква. «аместитель министра иностранных дел –‘ —ергей –€бков после онлайн-лекции дл€ студентов ћ√»ћќ. ѕресс-служба ћинистерства иностранных дел –‘/“ј——

რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, კანონიერ სამხედრო სამიზნედ განიხილავენ.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

“გაფრთხილებთ, რომ აშშ – ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც კანონიერი სამხედრო სამიზნეები. ჩვენ ამერიკელებს და სხვებს დასავლეთში ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი სპეცოპერაციის დამუხრუჭების, რუსული კონტინგენტისთვის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შენაერთებისათვის მაქსიმალური ზარალის მიყენების მცდელობა, მკაცრად აღიკვეთება” , – განაცხადა რიაბკოვმა.

დასავლეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და სამხედრო დახმარებას უგზავნის მას შემდეგ, რაც ბუჩაში და კიევის რეგიონის სხვა ქალაქებში რუსეთის სამხედრო დანაშაულები ცნობილი გახდა.

magti 5g