LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი, საქართველოს მოქალაქეა

120
რუსული ნავთობტანკერი

რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის მიერ დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. მათი ცნობითვე, ნავთობტანკერის ეკიპაჟი 28 ადამიანისგან შედგება.

„მათგან 20 უკრაინის მოქალაქეა. ექვსი, კაპიტნის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი – რუსეთის მოქალაქეა“, – წერს მედია.

შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი ატლანტის ოკეანეში გუშინ დააკავა.

რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს მოუწოდა, რომ დაკავებულ ტანკერზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა უზრუნველყოს და მათ სახლში დაბრუნებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, დაკავებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდის ეკიპაჟს გასასამართლებლად აშშ-ში ჩაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g