LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო უწყება: „სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში NATO-ს მზარდი აქტივობით“

135
ცხინვალი

„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში NATO-ს მზარდი აქტივობით“, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ გაავრცელა.

უფრო ზუსტად კი, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის „უსაფრთხოების გაძლიერების“ აუცილებლობაზე.

„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში NATO-ს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო ინტერესი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შენარჩუნების შესახებ.

ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ – ირაკლი ღარიბაშვილი

უწყების მტკიცებით, აუცილებელია „სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, ასევე დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება.

ინფორმაციისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა.

პოპულალურები