LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთიდან ალკოჰოლის, ბრილიანების და ზღვის პროდუქტების იმპორტს აკრძალავს

68
ჯო ბაიდენი

აშშ რუსეთიდან ალკოჰოლის, ბრილიანების და ზღვის პროდუქტების იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა და განმარტა, რომ სანქციები მიზნად მოსკოვის ეკონომიკაზე ზეწოლას ისახავს.

მისივე თქმით, აშშ სანქცირებული პირების სიას კიდევ რამდენიმე რუსი ოლიგარქის სახელი დაემატება.

ბაიდენმა გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს “არ შეუძლია გააგრძელოს ომი, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძვლებს და შემდეგ ითხოვოს ფინანსური დახმარება საერთაშორისო საზოგადოებისგან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g