LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთისთვის დოლარის კუპიურების მიყიდვას კრძალავს

92
დოლარი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი განკარგულებით რუსეთისთვის დოლარის კუპიურების გაყიდვა აკრძალა.

“იკრძალება ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება პირდაპირ ან ირიბად შეერთებული შტატებიდან, ისევე, როგორც შეერთებული შტატების ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან აშშ დოლარში დენომინირებული ბანკნოტების ადგილმდებარეობის მიუხედავად,” – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა შეზღუდა რუსეთიდან ალკოჰოლის, ბრილიანტისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი, ასევე ფუფუნების საგნების ექსპორტი ქვეყანაში.