LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს? – ხაინდრავა

69
GOGA

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ნიკა მელიას გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას კითხვას სვამს, „მაინტერესებს, ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს

გოგა ხაინდრავამ იანვარში ამერიკაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„იქ იყო ადგილზე ლიკვიდირებული ოთხი დემონსტრანტი, 150 კაცია დაპატიმრებული, მიდის ძიება, მოთხოვნა არის დღემდე კომისიის შექმნის, რომლიც განიხილავს ტრამპის როლს და ეს ფაქტი შიდა ტერორიზმად არის მოხსენიებული იგივე ადამ კინზინგერის მხრიდან. მაინტერესებს, ამერიკის სენატსა და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს?“, – აცხადებს ხაინდრავა.

რეჟისორის თქმით, გაურკვეველია რატომ არ უნდა აღსრულდეს კანონი მხოლოდ იმიტომ დამნაშავეები ეფარებიან პოლიტიკურ ფარსს.

მინდა გითხრათ, რომ ტრამპის როლი და შეფასება რასაც ის აკეთებდა 6 სექტემბერს, იმასთან შედარებით, რასაც მელია აკეთებდა აქ, არის საბავშო ბაღი. თუ ვინმე მოგვიწოდებს, რომ ჩვენ კანონის არაღსრულების გზით ვიაროთ, მაშინ იქნებ დაგვისაბუთონ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, რომ კანონი არ უნდა იყოს აღსრულებული? მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავეები ეფარებიან პოლიტიკურ ფარსს? თუ აგვიხსნიან როგორც ხდება ეს, თუ აშშ-ის საელჩო აგვიხსნის, როგორ შეიძლება ერთდროულად რომ დაგმო ის, რაც ხდება 6 სექტემბერს აშშ დედაქალაქში და არ დაგმო ის, რაც ხდება 20 ივნისს თბილისში და როდესაც შეტევა მიდის ქართული პარლამენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, დღეს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები