აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„გთხოვთ, იცოდეთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისი სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:
„ისთ ფოით“ სავაჭრო ცენტრში – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;
„გალერია თბილისი“ სავაჭრო ცენტრში – შოთა რუსთაველის გამზირი 2/4;
თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] – დავით აღმაშენებლის გამზირი 16…
დამატებით ინფორმაცია მიღებისთანავე შეგატყობინებთ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.