LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა (ფოტო)

771
3c6d636180eb47db394822f94d6f0

უკრაინაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი უკვე მეორედ ქორწინდება. მისი რჩეული, ქართველი ჟურნალისტი ია მეურმიშვილია. ია „ამერიკის ხმის“ თანამშრომელია. უკრაინული გამოცემების მიხედვით წყვილი ერთად წინა წლის ზაფხულიდან არის. ქორწილი ვაშინგტონში 5 ოქტომბერს გაიმართა – შეერთებული შტატების ანგლიკანური საეპისკოპოსო ეკლესიის მთავარ ტაძარში.

დიპლომატი და ჟურნალისტი ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ. ია მეურმიშვილის ახალი სატელევიზიო გადაცემის პირველი გმირი სწორედ ვოლკერი იყო. ვოლკერის თქმით, ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, მათ ურთიერთობა შეინარჩუნეს, თუმცა ერთმანეთს დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ.

54 წლის ვოლკერის პირველი ქორწინებიდან ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს.

27 სექტემბერს კურტ ვოლკერმა თანამდებობა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g