ამერიკის ვიზის მიღების მსურველებს ამიერიდან სოციალურ ქსელებსაც შეუმოწმებენ. „Associated Press”-ის ინფორმაციით, შტატების მთავრობამ საკონსულოებსა და საელჩოებს მსგავსი მითითება უკვე ოფიციალურად მისცა. სიახლე შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც „მუსლიმურ სახელმწიფოებთან“ რაიმე კავშირი აქვთ, ან ისლამის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში არიან ნამყოფები. მანამ სანამ ვიზას მიიღებენ, ამ ადამიანებს წარსულის გახსენება მოუწევთ და გარდა ამისა, საკონსულოს თანამშრობლემი მათ სოც.ქსელებსაც დეტალურად შეისწავლიან.
ექსპერტთა შეფასებით, დადგენილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული საემიგრაციო რეფორმის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მითითება ირანის, იემენის, ლიბანის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებს ეხებათ და ისინი შტატების ტერიტორიაზე შეღწევას ვეღარ შეძლებენ.