რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტში შეერთებული შტატებისა და ევროპის მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთს საპასუხო ზომების მიღება მოუწევს.
აღნიშნული შესახებ მან რუსულ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, „რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის ასიმეტრიული ხასიათის.“
მისი თქმით, კიევისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენა, უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების პერსონალის წვრთნა ალიანსის ქვეყნების ტერიტორიაზე, დაზვერვის, სატელიტური სურათების მიწოდება, დასავლეთის ქვეყნებს კიევის რეჟიმის მხარეს კონფლიქტში, სულ უფრო მეტად რთავს.
„ცხადია, შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან პირდაპირი შეტაკება არ შედის რუსეთის ინტერესებში. ჩვენ ვაფრთხილებთ და ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონი და სხვა დასავლური დედაქალაქები გააცნობიერებენ უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს,“– განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში