LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი აღფრთოვანებულია საქართველოს წარმატებული პასუხით COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში

82
109387450-3143284342426141-4570011307251527222-o

დღეს,  17 ივლისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვიზიტით აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი დეგნანი შეხვდა ცენტრის გენერალურ დირექტორსა და თანამშრომლებს.  ბატონმა ამირან გამყრელიძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების შესახებ ინფორმაცია და აშშ-ის სამთავრობო პარტნიორული და დონორი ორგანიზაციების როლი აღნიშნულ პროცესში.

„ამერიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და დახმარებას ამ მიმართულებით. კოვიდი ერთ-ერთი მაგალითია იმ გამოწვევებისა, რაც შეიძლება არსებობდეს მომავალშიც. ვფიქრობთ ახლა კარგი დროა, რომ ცენტრმა გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები, როგორც რეგიონალურმა სანიმუშო ცენტრმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ქალბატონმა დეგნანმა მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წლების მანძილზე ამერიკულ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და წარმატებები უსურვა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის 2 ქართველი სტუდენტის სტაჟირების დამამთავრებელი ცერემონია.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები და გაეცნენ ქართველი მეცნიერების საქმიანობასა და მიღწევებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები