ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, კოვიდ-19-ის სამკურნალოდ, გადაუდებელი გამოყენებისთვის პრეპარატი “სოტროვიმაბი” დაამტკიცა.
მედიკამენტი გამოყენებისთვის დაშვებულია 12 წელს ზემოთ მყოფი პირებისათვის.
ამერიკული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეპარატს აქვს უნარი, პაციენტი კოვიდ-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაიცვას და მინიმუმამდე შეამციროს სიკვდილის რისკი.
როგორც გუშინ ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოებში განაცხადეს, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია იმ კოვიდპაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სტაციონარში და სჭირდებათ ჟანგბადით მკურნალობა.
EMA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ “სოტროვიმაბი” იმ მედიკამენტების კლასს მიეკუთვნება, რომელსაც მონოკლონურ ანტისხეულებს უწოდებენ – მათ შეუძლიათ, მიბაძონ ბუნებრივ ანტისხეულებს, რომლებსაც ორგანიზმი ინფექციის საწინააღმდეგოდ წარმოქმნის.
გავრცელებული ინფორმაციითვე, პრეპარატით მკურნალობა უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება შესაძლებელი.
ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ, გასულ კვირას, ასევე მხარი დაუჭირა “სოტროვიმაბის” გამოყენებას კოვიდპაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების რისკი და არ სჭირდებათ დამატებითი ჟანგბადი.