LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით“ – უზრა ზეია

173
ირაკლი კობახიძე და უზრა ზეია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია აცხადებს, რომ „აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით“.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის, ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.

„პრემიერმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის“ – ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

„აქ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვისა და საქართველო-აშშ-ის 32 წლის პარტნიორობისთვის განსაკუთრებით კრიტიკულ დროს ვიმყოფები.

ამაღამ დავასრულე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბოლო ორი დღის დისკუსიები პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან.

აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი.

შეერთებული შტატები სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ავნებს ჩვენს პარტნიორობას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.

ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონი ავნებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა რამეს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ესკალაცია თანაბრად საგანგაშოა.

მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის და ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g