კალიფორნიის შტატის უზენაესმა სასამართლომ მშობლებს, რომლებსაც 12 შვილი 9 წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
The Guardian-ის ცნობით, 57 წლის დევით და 50 წლის ლუისა ტერპინებს ციხის დატოვება შეწყალების საფუძველზე მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეეძლებათ. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ პირებს, შვილები გამოკეტილი ჰყავდათ წლების განმავლობაში, მათ საწოლზე აბამდნენ, სცემდენენ, აშიმშილებდნენ და წელიწადში ერთხელ აძლევდნენ დაბანის უფლებას. მედიის ცნობით, შვილების ასაკი 2-დან 29 წლამდე მერყეობს.
სასამართლო სხდომაზე ბავშვებმა განაცხადეს, რომ მშობლები მაინც უყვართ და ყველა ჩადენილ დანაშაულს პატიობენ. ბოდიში მოიხადეს თავად ბრალდებულებმაც.
“ჩვენ ვიცავდით დისციპლინას, კარგი განზრახვა გვქონდა, არასდროს ვგეგმავდი შვილებისთვის ზიანი მიმეტენებინა, ვთვლი, რომ ჩემი შვილები მიყვარს”- განაცხადა მამამ