LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ

149
CovidVaccine

რუსული ვაქცინით აცრილი ადამიანები ქვეყანაში სავარაუდოდ არ დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

აშშ-ს ახალი რეგულაციის მიხედვით, ნოემბრიდან ქვეყანაში მხოლოდ ის ადამიანები დაიშვებიან, რომლებიც აშშ-ის მედიკამენტების სააგენტოს ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით არიან აცრილები. ,,ფაიზერი“ , ,,მოდერნა“ , ჩინური ,,სინოფარმი“ და ,,სინოვაკი“ – თუკი პირებს ამ ჩამონათვალიდან რომელიმე ვაქცინის ორი დოზა ექნებათ გაკეთებული, ისინი საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ.

Sputnik V ,,ჯანმო”- ს მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g