LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში იმედგაცრუებული პუტინის მოქმედების სავარაუდო სცენარებზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს

107
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპეციალური საიდუმლო ჯგუფი შექმნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაძლო, შემდგომი მოქმედებების სცენარებსა და ნატოს საპასუხო ზომებზე იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ რუსეთი ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც კვირაში სამჯერ იკრიბება, უკრაინაში ნაკლები პროგრესის გამო იმედგაცრუებული პუტინისა და სხვა მეზობელ ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობას სწავლობს, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე დღეს, 24 მარტს ბრიუსელში NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ.

ჯო ბაიდენი ბრიუსელში ჩავიდა

იენს სტოლტენბერგი: ველი, რომ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის გამო რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა

სტოლტენბერგი: ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში – ბალტიიდან შავ ზღვამდე, უკვე 8 ბატალიონი გვეყოლება

 

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები