LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში კაცმა თმის შესაჭრელად 966 კილომეტრი გაიარა

108
download

აშშ-ში კაცმა თმის შესაჭრელად 966 კილომეტრი გაიარა. ამის შესახებ Fox News წერს.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მცხოვრებმა მამაკაცმა გაიგო, რომ კალიფორნის ზოგიერთ საგრაფოში სილამაზის სალონები გაიხსნა გადაწყვიტა თმის შესაჭრელად წასულიყო და მან ამისთვის 600 მილი (966 კმ) გაიარა.

„ხალხი აღგზნებულია, რადგანაც დიდი არჩევანი არაა. ზოგიერთისთვის პრობლემა არაა ჩვენთან მოსასვლელად გზაში სამი ან ოთხი საათი დაჰყონ“, — ამბობს სალონის მფლობელი, უეს ჰერიფორდი.

ვაშინგტონის შტატში და თითქმის მთელ კალიფორნიაში სალონები დაკეტილია, თუმცა კალიფორნიის იუბასა და სატერის საგრაფოების ხელისუფლებამ ეკონომიკის გახსნის გეგმით გათვალისწინებული სალონების გახსნა დაგეგმილზე უფრო ადრე გადაწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g