ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაწესებულებებს ფედერალური დაფინანსება შეუწყდებათ.
ბაიდენის განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია განაგრძობს საკუთარი მანდატის გამოყენებას იმისათვის, რომ ვაქცინაცია კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს:
“თუ თქვენ სტუმრობთ, ცხოვრობთ ან მუშაობთ მოხუცთა თავშესაფარში, თქვენ არ უნდა იყოთ მაღალი რისკის ქვეშ, რომ დაინფიცირდებით არავაქცინირებული თანამშრომლებისგან”, – თქვა ბაიდენმა.
ახალი მანდატი, მომავალი რეგულაციის სახით, შესაძლოა უკვე მომდევნო თვეში ამოქმედდეს.
საერთაშორისო მედია წერს, რომ მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბაიდენმა აიძულა მილიონობით ფედერალური მუშაკი, დაემტკიცებინათ ვაქცინაციის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კოვიდრეგულაციები უფრო მკაცრდებოდა.
ძალისხმევამ გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.
თეთრი სახლის მონაცემებით, ამ დროისთვის 200 მილიონზე მეტი ამერიკელი აცრილია ერთჯერადად, 169 ადამიანზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული და ეს სრული მოსახლეობის 51.5 %-ია.