LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ლეგალურად დასაქმება შეგიძლიათ – „გაეცანით ამ შესაძლებლობებს”

7828
ამერიკა

ევრიპის რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების შანსი ამერიკაშიც გაჩნდა.

„უკვე არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც ქართველებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ვიზები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, იმუშაონ აშშ-ში. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დაინტერესებულია, გაეცნონ ამ შესაძლებლობებს“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

ის ამბობს, რომ ყველას შეუძლია ამ შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხაზს უსვამს, რომ ამას სხვადასხვა კატეგორიის ვიზა სჭირდება.

მას არ დაუზუსტებია, არის თუ არა ამ ეტაპზე ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი, თუმცა ვიზებთან დაკავშირებით საუბარი, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ დამატებითი ინფორმაციების მიღება ამერიკის საელჩოში შეგიძლიათ.

ევროპის ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმდებიან

მოლაპარაკება 4 ქვეყანასთან მიმდინარეობს

შეგახსენებთ, ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებაზე საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა. მათ შორის იყო, მიმდინარე წლის ზაფხულში, ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები.

,,საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი, რომ შეცვალოს და შეამციროს არარეგულარული მიგრაცია და ამრიგად, შრომითი მიგრანტების უფლებები დაიცვას, ასევე, უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადამიანის შესაძლებლობების განვითარებას ხელი შეუწყოს “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ამ სფეროში უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ორმხრივი შეთანხმებების განვითარებაზე. მან მაგალითად საფრანგეთი, პოლონეთი, ესტონეთი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები  დაასახელა, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმდა ან საპილოტე ვერსიები განხორციელდა.

პორტუგალია, საბერძნეთი, გერმანია… სად შეძლებენ დასაქმებას საქართველოს მოქალაქეები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები