LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალია, საბერძნეთი, გერმანია… სად შეძლებენ დასაქმებას საქართველოს მოქალაქეები

1092
jobs

ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს, პორტუგალია, უნგრეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი დაემატა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ზემოჩამოთვლილისა, ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარებს, ასევე არის: საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფორტუნა რამდენიმე თვის წინ წერდა. 

საფრანგეთის შემდეგ, საქართველოსთვის გერმანიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შრომის ბაზარი გაიხსნება

შეთანხმების ინიცირება საქართველომ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოახდინა. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, პრინციპული თანხმობა საქართველომ უკვე მიიღო საბერძნეთიდან, ისარაელიდან და პოლონეთიდან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ბულგარეთთან და პოლონეთთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. ასევე, პორტუგალიასთან შესაბამისი შეთანხმების გასაფორმებლად ექსპერტების დონეზე განსაზღვრულია პირველი შეხვედრაც.

გარდა ამისა, საგარეო უწყების ინფორმაციით, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთანაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციის საკითხზე მუშაობა, ხელს შეუწყობს მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას, მათ გადამზადებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

„საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის/შენგენის წევრ-ქვეყნებთან, ასევე ისრაელთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე იქნა დასაქმებული საქართველოს 45-მდე მოქალაქე. ასევე, ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საფრანგეთში დასაქმების მიზნით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს.

მთელი რიგი ქვეყნებიდან არის პოზიტიური გამოხმაურება, მათ შორის პორტუგალიის, უნგრეთის, კვიპროსის და საბერძნეთის მხრიდან; მეტიც, უკვე დაწყებულია მუშაობა ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე ბულგარეთთან და პოლონეთთან.

მუშაობა დაწყებულია პორტუგალიასთანაც. როგორც ცნობილია, მინისტრის ვიზიტის დროს მიმდინარე წლის 21-22 აპრილს პორტუგალიურმა მხარემ დაადასტურა და მზადყოფნა გამოხატა საქართველოსთან ლეგალური მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიზნით, ექსპერტების დონეზე პირველი შეხვედრა განსაზღვრულია.

ცირკულარული მიგრაციის კუთხით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, სადაც გერმანიის მთავრობა აქტიურად განიხილავს, ზოგადად კვალიფიციური სამუშაო ძალის იმიგრაციის შესახებ მიდგომების გადახედვას,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

magti 5g