LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: პოლონეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს – გამოძიების ცნობით, 38 წლის გიორგი ჭილაშვილს სასიკვდილო დაზიანებები ორმა პირმა მიაყენა

171
გიორგი ჭილაშვილი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 38 წლის გიორგი ჭილაშვილია.

პოლონური მედიასაშუალებების ცნობით, შემთხვევა ქალაქ გოჟუვ-ველიკოპოლსკში მოხდა. როგორც მედია საგამოძიებო უწყებებზე დაყრდნობით წერს, ქართველ მამაკაცს 25 აპრილის ღამეს დაესხნენ თავს.

„სამი პირი ქუჩაში სეირნობდა და ალკოჰოლს მოიხმარდა, რა დროსაც ორმა მათგანმა ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავზე, მუშტებითა და წიხლებით სცემა“, – აღნიშნულია პოლონეთის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, დაშავებული, მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ორი ეჭვმიტანილი – 25 და 23 წლის პირები ცხელ კვალზე დააკავეს და მათ ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158 3 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 2-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g