LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონური მედია: „5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ბავშვის მამის მიმართ ძებნა გამოცხადდა“ – პოლონეთის პოლიცია ქართველი მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს

603
პოლონეთის პოლიცია

პოლონეთის ქალაქ პოზნანის პროკურატურამ, 5 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე, ბავშვის მამის მი­მართ ძებ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და – პოლონური მედიის ინფორმაციით, ძებნილი პირი საქართველოს მოქალაქე, 48 წლის ნაზგურ ქავთარაშვილია.

„პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა… იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პოლონური მედია

როგორც პოლონური მედია წერს, მამაკაცს ბრალად ედება საკუთარი შვილის, 5 თვის მუჰამედის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა და დახმარების არგაწევა.

ცნობისათვის, დაკავებულია 5 თვის ჩვილის დედაც – თამარ. კ. რომელიც საქმეში ფიგურირებს. დაკავებულია ასევე ალექსანდრე ც., რომელიც ბავშვის საავადმყოფოში მიყვანის დროს ჩვილის დედას ახლდა თან. სამივე დაკავებულს ბრალად ედება არასრულწლოვანის განსაცდელში ჩაგდება.

როგორც პოლონური მედია საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით წერს, სასამართლომ ნაზგურ ქავთარაშვილის მიმართ საძიებო პატიმრობის გადაწყვეტილება 10 აპრილს მიიღო.

ბავშვის მამა მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ჩვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობისათვის, პოლონური მედიის ინფორმაციით, 5 თვის ჩვილი ქალაქ პოზნანში, პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს დედამ, თამარ კ.-მ მიიყვანა. ბავშვი კაროლ იონშერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 8 აპრილს გარდაიცვალა.

პროკურორის განცხადებით, ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა თავის ქალის მოტეხილობა და ქრონიკული ტვინის დაზიანებები. ექიმების თქმით, ეს დაზიანებები, შესაძლოა, ერთი დაცემის შედეგი არ იყოს და სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე მხარის ქმედებებისგან იყოს გამოწვეული.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, დაზიანებები, რომელიც ჩვილს აღენიშნება, სერიოზული ფიზიკური დაზიანებაა. ისინი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო „ჩვილის ძლიერი რხევით, თავის მყარ საგნებზე დარტყმით ან იატაკზე დაცემით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g