Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ში, კენტუკისა და ჯორჯიის შტატში შტორმსა და წყალდიდობას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. კენტუკში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი შვიდი წლის შვილი. ჯორჯიაში, კერძოდ ატლანტაში კი – ერთი.
უამინდობის გამო, კენტუკში 39 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შტატის გუბერნატორი ენდი ბეშიარი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა მოთხოვნა კატასტროფების დახმარების დაფინანსების შესახებ.