საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აშშ-ში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია დაფუძნდა. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი დადგინდა.
ამჟამად, აშშ-სა და კანადაში დაფუძნებულია და ფუნქციონირებს სამი მონასტერი და ათი სამრევლო, მათ შორის, ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია, რომელიც, კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ქართული სამლოცველო კერა.
„აქ ქართულ ენაზე აღევლინება წირვა-ლოცვა, ბავშვებისთვის დაარსდება სამრევლო სკოლა, სადაც ისინი ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიასა და კულტურას შეისწავლიან. შედგება შეხვედრები და მოეწყობა საუბრები საღვთისმეტყველო თემებზე, ამგვარად, მომავალი თაობა არ მოწყდება მშობლიურ ფესვებს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას.“
თუ გსურთ საკუთარი წვლილი შეიტანოთ ტაძრის აშენებაში, გთავაზობთ ეკლესიის საბანკო რეკვიზიტებს.
Bank of America
CHECKING ACCOUNT
Business Foundamentaks Chk
3250 1883 4286
121000358
IVIRON ICON OF MOTHER OF GOD GEORGIAN APOSTOLIC ORTHODOX CHURCH OF NORTHERN CA
3283 DE LA CRUZ BLVD STE A
SANTA CLARA, CA 95052-2605
SAVINGS ACCOUNT
Business Inv Acct (basic savings)
3250 4350 7384
121000358
IVIRON ICON OF MOTHER OF GOD GEORGIAN APOSTOLIC ORTHODOX CHURCH OF NORTHERN CA 3283 DE LA CRUZ BLVD STE A
SANTA CLARA, CA 95052-2605