LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში რეზიდენტურას თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15 კურსდამთავრებული გაივლის

129
თსსუ-ს სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15 კურსდამთავრებული აშშ-ის რეზიდენტურაში ისწავლის. პროგრამას, ამოქმედებიდან დღემდე, 6 თაობა ჰყავს. წელს კი პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის რეზიდენტურაში ასეთი უპრეცედენტო რაოდენობის კურსდამთავრებული ჩაირიცხა.

ეს დიდი მიღწევაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამ დიდ წარმატებას!

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (ატლანტა, აშშ) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა.

დღეს ის საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამაა.

magti 5g