აშშ-ში, ალაბამას შტატში, აქალაქ ლელად-პეილსის სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს სროლა იყო. სპორტული შეჯიბრის მიმდინარეობისას, უცნობმა პირებმა, ცეცხლსასროლი იარაღით, 4 ადამიანი დაჭრეს, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
დაჭრილთაგან ორი არასრულწლოვანია. სამი კაცი და ერთი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამართალდამცველებს დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.