LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში Toyota-ს წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს – კომპანიას მომხმარებლებისთვის მილიარდობით დოლარის კომპენსაციის გადახდას სთხოვენ

115
ქირიას NEWS შაბლონი (3)

Toyota-ს სასამართლოში უჩივიან. სარჩელი კალიფორნიის ერთ-ერთ ფედერალურ სასამართლოში შევიდა და ეხება ავტომობილების გაძვირებას, რომელიც, მოსარჩელეების თქმით, აშშ-ის ახალი საბაჟო ტარიფების შემდეგ მოხდა. მათი მტკიცებით, ტარიფებით გამოწვეული დამატებითი ხარჯები Toyota-მ პირდაპირ მყიდველებზე გადაიტანა და ავტომობილების ფასები გაზარდა.

საქმე უკავშირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში დაწესებულ დამატებით გადასახადებს, რომლებიც იმპორტირებულ ავტომობილებსა და სხვა პროდუქტებს შეეხო. სარჩელში აღნიშნულია, რომ Toyota-მ ამ პოლიტიკის გამო დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი გადაიხადა, თუმცა რეალურად ეს თანხა მომხმარებლებისგან ამოიღო.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ აღნიშნული ტარიფები უკანონოდ ცნო და კომპანიებისთვის კომპენსაციების პროგრამა ამოქმედდა, Toyota-მ მიღებული თანხის ნაწილი იმ ადამიანებსაც უნდა დაუბრუნოს, რომლებმაც გაზრდილი ფასებით ავტომობილები შეიძინეს ან ლიზინგით აიყვანეს.

სარჩელი ეხება ყველას, ვინც 2025 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში Toyota-ს ავტომობილი ან სხვა პროდუქტი შეიძინა ან ლიზინგით ისარგებლა.

მოსარჩელეების შეფასებით, საუბარია მილიარდობით დოლარის შესაძლო კომპენსაციაზე, თუმცა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები