LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ტრამპის მმართველობისთვის თავის არიდების მსურველებს კრუიზში წასვლას სთავაზობენ

112
672ecbd5192f525898574ec3

აშშ-ში იწყება დედამიწის გარშემო კრუიზი, რომელიც 4 წელი გაგრძელდება იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ვისაც პრეზიდენტი ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნის ნახვა არ სურს. ამის შესახებ Business Insider წერს.

კრუიზი შვიდივე კონტინენტს მოიცავს და მთლიანობაში 140 ქვეყნის მონახულებას გულისხმობს.

ერთადგილიანი კაიუტის ფასი, ოფციით „ყველაფერი ჩართულია“ 4 წლის განმავლობაში 255,9 ათასი დოლარიდან იწყება, ორადგილიანი ნომრის ღირებულება კი – 319 ათასი დოლარიდან. მგზავრებს ფიტნესისა და სპა-პროცედურებისთვის განკუთვნილ სივრცეებსაც შესთავაზებენ, ასევე უფასო იქნება ალკოჰოლური სასმელი სადილისა და ვახშმის დროს.

კრუიზი ამერიკის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები