ობამას ადმინისტრაციამ შეწყვიტა პენტაგონის პროგრამა, რომელიც სირიელი აჯანყებულების წვრთნას ითვალისწინებდა, ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზეზად კი აშშ-ს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ალყის გამო ამბოხებულები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლებს ვეღარ აწარმოებენ, რთული სტრატეგიული გარემოს გამო ვერ მოხერხდა საკმაო ძალის კონცენტრირება და პროგრამამ, რომლის ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენდა, აზრი დაკარგა.
სირიელი ამბოხებულების წვრთნა აშშ-მ „ისლამური სახელმწიფოსაგან“ თავდასაცავად დაიწყო. პენტაგონი მომავალი წლების მანძილზე დაახლოებით 15 000 სირიელი მებრძოლის გაწვრთნას გეგმავდა.