აშშ უკრაინას დამატებით $675 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას The Washington post-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, შეერთებული შტატების „რამშტეინის“ ავიაბაზაზე მოკავშირე ქვეყნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებს, მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და სხვა.
„ჩვენ უნდა შევიცვალოთ ბრძოლის ცვლილების შესაბამისად“, – განაცხადა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ასევე მოკავშირეთა ქვეყნების სხვა ოფიციალური პირები.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.