მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა, პერის ჯექსონმა აღიარა, რომ ბისექსუალია, თუმცა საზოგადოებას სთხოვა, მას ერთმნიშვნელოვნად ეს იარლიყი არ მიანიჭონ, რადგან უპირველესად მას ადამიანი უყვარდება და არა სქესი.
გოგონას, რომელსაც კარა დელევინთან რომანს მიაწერენ, აღიარა, რომ როგორც ქალები, ისე მამაკაცები იზიდავენ: „რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ ღიად ვაცხადებ თავს ლგბტ-საზოგადოების წევრად! გოგონები 8 წლიდან მომწონს, ასჯერ მაინც ყოფილა შემთხვევა, როდესაც გოგოსთან კოცნის დროს გამომიჭირეს, ამიტომ ეს ამბავი სიახლეს არ წარმოადგენს…“
ჯექსონმა კარა დელევინთან რომანზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა არსებობს უამრავი პაპარაცული ფოტო, სადაც ლამაზმანები ერთად არიან დაფიქსირებულები.