LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა

429
paris-michael-jackson

ამ დღეებში, მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილი, პერისი თვითმკვლელობის მცდელობის გამო, საავადმყოფოში აღმოჩნდა. ინსაიდერის ინფორმაციით, გოგონამ ვენები გადაიჭრა.

20 წლის ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროს ცნობითვე, სუიციდის მცდელობის მიზეზი მამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოსული დოკუმენტური ფილმი, Leaving Neverland გახდა, რომელმაც პოპის მეფის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა. გაირკვა, რომ კინოსურათმა, რომელიც ლეგენდარული შემსრულებლის პედოფილიას უსვამს ხაზს, ახალგაზრდა მოდელის ემოციურ მდგომარეობას პრობლემები შეუქმნა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პერის ჯექსონმა თვითმკვლელობა სცადა.

საბედნიეროდ, სწრაფი რეაგირების შედეგად, როგორც ადრე, ამჯერადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. ის ამჟამად, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები