ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია 6-9 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალს ესტუმრება, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბჟანია მონაწილეობას მიიღებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები პრეზიდენტებს ასლან ბჟანიასა და ანატოლი ბიბილოვს შორის,“- იტყობინება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური.