LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასორტის“ საფირმო ნაპოლეონი ამიერიდან ყველა გურმანის ოჯახში შეაღწევს

1006
76904787-2821799564537354-6938277039690481664-o

კომპანია „ასორტმა“ საახალწლო სამზადისი დაიწყო და მომხმარებელს სადღესასწაულო, ყველაზე მრავალფეროვან და გემრიელ ასორტიმენტს სთავაზობს.

გარდა ამისა, „ასორტმა“ ახალი სერვისიც დაამატა – კერძოდ, ასორტის საფირმო ნაპოლეონი ყველა გურმანის ოჯახში შეაღწევს. „ყველაზე ხრაშუნა და გემრილი ნაპოლეონი გვაქვს უკვე მიტანის სერვისით, ვერა-ვაკე საბურთალოს ტერიტორიაზე“, – აცხადებენ „ასორტში“.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს სასურველი კერძები „ასორტის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე და შეხვდეს 2020 წელს გემრიელად.

ცნობისთვის, ”ასორტი” 12 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს, 100-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. ამასთან, „ასორტში“ ყველა გემოვნებისა და მოთხოვნის ადამინაზე მორგებული მზა საკვები, სუპები, სალათები, ფხალეულობა და გარნირი მზადდება.

კომპანია საკონდიტრო საწარმოს გარდა, კაფეტერიების ქსელსაც ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები