LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელით შექმნილი, უგემრიელესი საქორწილო ტორტი „ასორტისგან“ თქვენი განსაკუთრებული დღისთვის

531
ასორტი

ქართულ საკონდიტრო სფეროში, სადაც ხარისხსა და კრეატივს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, „ასორტი“ უკვე წლებია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და საქორწილო ტორტების მიმართულებითაც გამორჩეულ სტანდარტს აყალიბებს. გამოცდილების, დიზაინის მრავალფეროვნებისა და მომხმარებელზე მორგებული მიდგომის ერთობლიობა ქმნის იმ უნიკალურ შედეგს, რომელიც თითოეულ ქორწილს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

ეთო გვენცაძე, „ასორტის“ გაყიდვების ხელმძღვანელი:

 – საქორწილო ტორტების მიმართულება ძალიან საინტერესოა, იმდენად, რომ ჩვენი გუნდი წლიდან წლამდე საგულდაგულოდ ემზადება საქორწილო პერიოდისთვის. „ასორტი“ 17 წელია ბაზარზეა და 17 წელია ამ მიმართულებასაც ისე უძღვება, რომ შემიძლია ამაყად და დარწმუნებით ვთქვა, რომ პირველობას არ ვკარგავთ.

„ასორტი“, გამორჩეულ გემოსთან ერთად, ყოველთვის განსხვავებულ დიზაინს სთავაზობს საკუთარ მოხმარებელს. არ გვქონია პრაქტიკაში შემთხვევა, რომ რაიმეს დამზადებაზე უარი გვეთქვას, პირიქით, რაც უფრო რთულია დავალება, მით უფრო საინტერესოა ჩვენთვის სამუშაო პროცესი. მაგალითად, შეგვიქმნია მრავალსართულიანი ტორტები, ტორტზე გადაგვიტანია პარატძლის კაბის ორნამენტები და ა.შ.

„ასორტში“ სადიზაინერო მიმართულებით ძალიან დიდი გუნდი მუშაობს, გვყავს შესანიშნავი მძერწავები, ფლორისტები. ყოველთვის გვსიამოვნებს, როდესაც მომხმარებელი ითვალისწინებს ჩვენს აზრს, გვენდობა. ამის წყალობით ტორტის მზადების პროცესი უფრო მარტივდება და საბოლოოდ, ყოველთვის საუკეთესო შედეგს ვიღებთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ტორტი ქორწილის დამაგვირგვინებელი ნაწილია, მოხმარებელი კმაყოფილი უნდა დარჩეს როგორც ვიზუალით, რომელიც მან წინასწარ შეარჩია და შეათანხმა, ასევე გემოთი. „ასორტმა“ წელს კარგი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს – შევიმუშავეთ სადეგუსტაციო ყუთი, რომელიც ექვსი სხვადასხვა გემოსგან შედგება. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შეუძლია თითოეულის დაგემოვნება, სასურველის შერჩევა და კორექტირებაც – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გემოები მრავალფეროვანია, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლების სურვილებს.

საქორწილო ტორტის დიზაინისა და გემოს შერჩევა ჩვენს ცენტრალურ ფილიალში ხდება. კმაყოფილები ვართ, რომ მომხმარებელთან შეხვედრის კულტურა დავნერგეთ, რადგან ეს საბოლოო შედეგზე კარგად აისახება. შეხვედრის ჩანიშვნა მატივია – ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვწეროს ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით, რომლებიც საკმაოდ აქტიურია. სასურველი თარიღის შერჩევის შემდეგ, წყვილს ჩვენს საკმაოდ დიდ სამუშაო სივრცეში ვმასპინძლობთ. აქ უკვე საქმეში დიზაინერები ერთვებიან. აქვე აღვნიშნავ, რომ მომხმარებელი ძალიან დაიხვეწა იმ მხრივ, რომ ბევრად უფრო ნაფიქრი გადაწყვეტილებით მოდის ჩვენამდე. თუმცა ადგილზე მოსვლის შემდეგ ვცვლით იდეეებს, განივიხლავთ სივრცეს, სადაც ეწყობა საქორწილო ღონისძიება, დეკორაციის ელემენტებს, პატარძლის კაბას, თაიგულს, რადგან ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს ტორტის დიზიანის აწყობაში და განსხვავებული და გამორჩეული შედეგი მივიღოთ.

რაც შეეხება ტორტის დამზადების პროცესს, ის საკმაოდ რთულია, რადგან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს ყველა შეკვეთასთან – ჩანახატიდან შესრულებამდე. იმის გათვალისწინებითაც, რომ ხშირად რამდენიმე შეკვეთაზე ერთდროულად ვმუშაობთ ხოლმე, დაახლოებით, ერთ თვეს ვიღებთ შუალედს, შეკვეთიდან დამზადებამდე რომ გვქონდეს დრო. ამ დროის განმავლობაში მუდმივად კონტაქტზე ვართ წყვილთან, ვათანხმებთ ყველა დეტალს, ფერებს და ა.შ. ერთი თვე სავსებით საკმარისია, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g