LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასპინძის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცია გააშენეს

241
shutterstock-391622029

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცია გაშენდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „თოკის აგროპროდუქტების” მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მარწყვის პლანტაციაში აგროტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მარწყვის პლანტაცია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში, ზღვის დონიდან 1,640 მეტრზე მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადაა მოწყობილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელი უხვი მოსავლით გამოირჩევა; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოში არ შეჩერებულა ფერმერების ხელშეწყობა.

კომპანიას მარწყვის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული; დამატებით მიმდინარეობს 1 ჰა-ზე ახალი პლანტაციის გაშენება. განხორციელებულმა ინვესტიციამ 500,000 ლარი, შეადგინა. მათ შორის 65,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბენეფიციარია. მარწყვის რეალიზება ბრენდისმწვანე რესპუბლიკასახელით ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანია მუდმივად 5, სეზონურად კი 30-მდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 25 ტონამდე მარწყვი შეადგინა. კომპანია სანერგე მეურნეობასაც ფლობს, სადაც მარწყვის 50-მდე სხვადასხვა ჯიშია დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები