მამა შალვა კეკელია პალიტრანიუსის გადაცემა “360” გრადუსში საპატრიარქოში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მამა პეტრეს მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ერი გაეხლიჩა და ადამიანებს ეკლესია შესძულებოდათ.
„რა უნდა განიხილოს სინოდმა პატრიარქი არის თუ არა მამათმავალი ? ვინც ყველა სინოდის წევრია ყველა პატრიარქის ნათლულია, ეს იცით რა გამოდის? თუ პატრიარქი ესეთია ჩვენ ვინა ვართ სასულიერო პირები? მისი მიზანი იყო ერი გახეთქილიყო ერი, დაპირისპირება მომხდარიყო, ადამიანებს ეკლესია შეძულებოდათ-ის ასრულებდა ეშმაკის დავალებას.”
ვაი იმ ადამიანებს ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს...
თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება - მამა შალვა
„თვითონ მეუფე პეტრემ ერთ-ერთ სინოდზე უთხრა პატრიარქს და მაშინაც კიდევ აპატიეს, თქვენზე ამბობენო, რომ მეუფე დიმიტრი შენი შვილიაო. იმ ღამეს ვიყავი მორიგე პატრიარქთან, ოთახში იყო ძალიან მოწყენილი და წარმოიდგინეო, მეო კაიო, ვარ ცუდი ადამიანიო, ათასი რამ დაუბრალებიათო, მაგრამ ამ სულგანათებულ ქალზე ეგეთი რამე როგორ თქვაო“ -განაცხადა მამა შალვა კეკელიამ გადაცემა „360 გრადუსში.“