LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტრაზენეკას 86400 დოზა – ბელგიის საჩუქარი საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა

59
ასტრაზენეკა-ვაქცინა

ბელგიის მთავრობის მიერ ნაჩუქარი 86 400 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინა საქართველოში უახლოეს პერიოდში უნდა ჩამოვიდეს.

მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის ბელგიის მთავრობას სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი “ტვიტერზე” წერს, რომ – “პანდემიის რთულ დროს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია”.

პრეპარატის ახალი პარტია ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას ხელს შეუწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები