LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასტრაზენეკას” ვაქცინა უსაფრთხოა – დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი

69
FORTUNA.GE- (6)

“ჩვენ ვაქცინების ეფექტიანობას მუდმივად ვაკონტროლებთ და ვიცით, რომ ოქსფორდის და ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინა დიდ ბრიტანეთში ადამიანების სიცოცხლეს იცავს.” – “ევროპის წამლის სააგენტოს” შემდეგ, “ასტრაზენეკას” კოვიდვაქცინის უსაფრთხოებაზე ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს. 

როგორც მეთ ჰენკოკი ამბობს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ “ასტრაზენეკა” თრომბოზს იწვევს.

“ასტრაზენეკა” უსაფრთხოა, ჩვენ ვიცით, რომ ამ ვაქცინით ქვეყანაში 10 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. იმას, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ადასტურებს როგორც ბრიტანული მარეგულირებელი, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტოც.” – აღნიშნა ჰენკოკმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ, რამდენიმე ადამიანს სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა, ევროპის ათეულობით ქვეყანამ აღნიშნული ვაქცინით მოსახლეობის აცრა შეაჩერა.

ამ ქვეყნებს შორის არის ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი და იტალია.

გუშინ, “ევროპის წამლის სააგენტოში” განაცხადეს, რომ “ასტრაზენეკას” კოვიდვაქცინის სარგებელი აჭარბებს გვერდითი მოვლენების საშიშროებას და ჯერ კიდევ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მისი მიღება თრომბოზს იწვევს.

ვაქცინის მიღებასა და თრომბოზს შორის კავშირის დადგენაზე კვლავ გრძელდება შესაბამისი კვლევები, რომლის შედეგებიც 18 მარტს გამოქვეყნდება.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში “ასტრაზენეკით” აცრილია, დაახლოებით, 17 მილიონი ადამიანი, დღემდე დაფიქსირებულია თრომბოზის 40-ზე ნაკლები შემთხვევა.

mazda magti 5g