დაახლოებით ერთი წელია, რაც ჯგუფი „ათანელ ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე ბიო აღდგენა/გასწორებისთვის განკუთვნილი პროდუქტის დისტრიბუციას ახორციელებს. აღნიშნული პროდუქტი ისრაელში იწარმოება და 100%-ით მცენარეულია.
ანი მდინარაძე, ჯგუფ „ათანელ ჯორჯიას“ დამფუძნებელი:
– „ათანელის“ თმის პერმანენტული ბიო აღდგენა/გასწორებისთვის განკუთვნილ პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდა ბიო შემადგენლობის პროდუქციის მიმართ მომხმარებელთა ზოგადად დიდი ინტერესიდან გამომდინარე. ჩვენი პროდუქტი განკუთვნილია ყველანაირი ტიპის თმისთვის – გამოიყენება ბუნებრივ, შეუღებავ თმაზეც, თუმცა განსაკუთრებულ ეფექტს დაზიანებულ, გაღიავებულ თმაზე იძლევა – ის აღადგენს თმის სტრუქტურას, არეგულირებს აფუებას, ანიჭებს მას იდეალურ სისწორეს. ამ ბრენდის ამბასადორები არიან ჩვენი პარტნიორი სალონები „საჯაიას სალონი“ (სულხან ცინცაძის #12) და სალონი „ბიუთი მოუდი“ (ალ. ყაზბეგის #44), თუმცა უკვე არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც არაერთი სალონი მუშაობის „ათანელის“ აღნიშნული პროდუქტით.
სალი ჭოხონელიძე, ჯგუფ „ათანელ ჯორჯიას“ დირექტორი:
– „ათანელის“ ბიო გასწორებისთვის განკუთვნილი პროდუქტი არ შეიცავს ფორმალდეჰიდს (კანცეროგენური თვისებების მატარებელი ორგანული ნაერთი), რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის მავნე არც სპეციალისტისთვის, არც მომხმარებლისთვის და არც გარშემომყოფებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ კერატინისა და მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, აქვს მსუბუქი სუნი (დამზადებულია კინოას ცილაზე) და აორთქლებაც – მინიმალური დოზით.
– როგორ ვიყენებთ ამ პროდუქტს?
– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ „ათანელის“ ბიო აღმდგენის შინ გამოყენება არ არის რეკომენდებული. ჯერ სპეციალისტმა უნდა შეაფასოს თმის მდგომარეობა და შემდეგ წესების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს პროცედურა, რომელსაც, დაახლოებით, 3 საათი სჭირდება – თავის დაბანის შემდეგ პროდუქტი ნაწილდება მთელ თმაზე, 40 წუთით ჩერდება თერმოქუდში, პირველი ჩამობანის შემდეგ თმა უთოთი მუშავდება, მეორე ჩამობანის შემდეგ კი თმა შრება.
– ანი, რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო ამ პროცედურის ჩატარება?
– სანამ თმა არ ჩამოიზრდება, კორექცია არ არის საჭირო (კორექცია ტარდება თმის ძირებზე), რადგან პროდუქტის ეფექტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება. იმისთვის, რომ დიდხანს მოვიწონოთ თავი სწორი თმით, მნიშვნელოვანია თმის სწორად დამუშავება და მოვლა. მართალია, „ათანელს“ თმის მოვლის საშუალებების საკუთარი ხაზი აქვს (შამპუნი, ნიღაბი, თმის ზეთი), მაგრამ ნებისმიერი სხვა ბრენდის უსულფატო პროდუქტებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სახლის პირობებში თმის ფენით გაშრობისას, ასევე მნიშვნელოვანია, თბილი ჰაერის ზემოდან დაბერვა.
– სალი, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ამ პროდუქტის გამოყენება?
– 5-6 წლის ასაკიდან ნებადართულია „ათანელის“ ბიო გასწორებისთვის განკუთვნილი პროდუქტით პროცედურის ჩატარება. ცხადია, გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლებიც პროდუქტის უვნებლობას ადასტურებს.
– ანი, სად უნდა დაგიკავშირდეთ მომხმარებელი პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად და შესაძენად?
– სოციალურ ქსელებში – ინსტაგრამ და ფეისბუკ გვერდებზე. აქვე დავამატებ, რომ თუ მომხმარებლები რეგიონებში მოისურვებენ ჩვენი პროდუქტის გამოყენებას, აუცილებლად მოგვწერონ და მივუთითებთ, რომელ სალონს მიაკითხონ პროცედურისთვის.